პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს შორის, დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად გურიის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ არასრულწლოვან და ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს.
ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლები, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ასაკისა და საჭიროებების მიხედვით გამოვლენილ პირობით მსჯავრდებულებს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ.