შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი)კანონაღსრულებისა
და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე თევზსაჭერი სეინერის „გიორგი“ მფლობელი, საქართველოს მოქალაქე მუხრან მამიას ძე ტუღუში დააჯარიმეს.
სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VII ნაწილის შესაბამისად ჯარიმა 500 ლარის ოდენობით დაეკისრა.