თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზეა დაბარებული.
ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მამუკა ახვლედიანი კითხვებს რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმესთან დაკავშირებით უპასუხებს.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საგამოძიებო სამსახურში დღეს 11 საათზე უნდა გამოცხადდეს.