თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპრეზენტაციო დარბაზში, დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ვახტანგ კომახიძის ახალი ფილმის -„პოლიტემიგრანტის ისტორია“-ს პრემიერას წარმოადგენს .
როგორც „ნიუსპრესს“ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს, ფილმი ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრისა და წარსულში ცნობილი ფეხბურთელის,
კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის გაუჩინარებისა და საქმის გამოძიების უცნობ
დეტალებზე მოგვითხრობს.
კერძოდ, მასში ასახულია, როგორ ცდილობდა „უჩინარი ხელი“, ლევან კალაძის საქმის გამომძიებლები სწორ კვალს ასცდენოდნენ, რატომ დააპატიმრეს გამომძიებელი ბათუ საღინაძე და როგორ „გახსნა“ ვანო მერაბიშვილის უწყებამ ერთი და იგივე საქმე ორჯერ, თვალშისაცემი დარღვევებით.
ვახტანგ კომახიძის ახალი საგამოძიებო ფილმის საპრემიერო ჩვენების ორგანიზატორი ადამიანის უფლებათა ცენტრია.
პრემიერა დღეს 16.00 საათზე გაიმართება.