სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში,
დღეს არასამთავრობო პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით განხორციელებული პროექტების შესახებ სამინისტროს ინფორმირება იყო.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2012 წელს პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სამუშაოები შეჯამდა. ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე და გაცვალეს მოსაზრებები მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
მსგავსი ხასიათის შეხვედრები სამინისტროში თვეში ერთხელ გაიმართება.