საქართველოს იუსტიციის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. თეა წულუკიანის მეოთხე მოადგილის პოსტს ალექსანდრე ბურჭულაძე დაიკავებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჭულაძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნულ თანამდებობაზე დასამტკიცებლად, ალექსანდრე ბურჭულაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს 21 დეკემბერს წარედგინა.
ალექსანდრე ბურჭულაძე იუსტიციის სამინისტროში ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. ის კურირებას გაუწევს აგერთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - მონაცემთა გაცვლის ეროვნულ სააგენტოს, იუსტიციის სახლს და სმარტ ლოჯიქს.
ალექსანდრე ბურჭულაძეს დამთავრებული აქვს თბილისის ბიზნეს სკოლა ESM –თბილისი და ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში. მას აგრეთვე დამთავრებული აქვს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი (კომპიუტერული მეცნიერების ფაქულტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით).
ალექსანდრე ბურჭულაძეს 31 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.