სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში, 24 დეკემბერს დაფიქსირებული სუიციდის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში დღეს დამატებითი კომენტარი გაკეთდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის მაია ხასიას განმარტებით, 2012 წლის 23 დეკემბერს, დაწესებულების ექიმმა მოახდინა სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნების იდენთიფიცირება - მოჭარბებული უხასიათობა, განწყობის დაქვეითება და ქცევის ცვლილება, რაზეც მოხდა რეაგირება და პატიმარი გადაყვანილი იქნა სხვა საკანში 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ. ასევე, შემდგომი კონსულტაციისთვის, გამოძახებული იქნა ფსიქიატრიც.
2012 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულმა სცადა თვითმკვლელობა, რისი აღკვეთაც, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის ფარგლებში ვიდეოჩანაწერის ანალიზიც მოხდება.