საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე,
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზას ეწვია.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ბაზის ტერიტორიაზე სამაშველო რაზმების სპეციალურ საჩვენებელ წვრთნას დაესწრო, რომლის თემატიკაც შენობა-ნაგებობებიდან და დეფორმირებული ავტომანქანებიდან დაშავებულების უსაფრთხო ევაკუაცია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ქიმიურ- რადიაციული და ბიოლოგიურ ინციდენტებზე დროული რეაგირება იყო.
მინისტრი პირადად გაეცნო იქ მომუშავე თანამშრომლებს და სხვადასხვა სახეობის სამაშველო აღჭურვილობა დაათვალიერა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის პროფესიული მომზადების დონე დადებითად შეაფასა.