შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით,
წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული თამაზ პ-ი დააკავეს, რომელიც ამჟამად პირობით სასჯელს იხდის.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა რუსთავში, ღლონტის ქუჩაზე მცხოვრები ბეჟანიშვილების ოჯახი, ცივი იარაღის გამოყენებით დააყაჩაღა. სახლში ბებია და 5 წლის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ბოროტმოქმედმა ოჯახში მყოფ ქალბატონს დანით ყელისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზარალებულ ქალბატონს სასწრაფო სამედიცინო სტაციონარული დახმარება გაეწია. მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.