თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს, უბნის ინსპექტორების სამმართველოსა და თიანეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად,
თაღლითობისა და მითვისება–გაფლანგვის ბრალდებით, თიანეთის რაიონის სოფ. ზარიძეებში, 1982 წელს დაბადებული ვაჟა ბ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2012 წლის ოქტომბერში, ს.ს. „ლიბერთი ბანკის“ გლდანის მე–4 სერვის–ცენტრის მენეჯერად მუშაობის პერიოდში, ჩატარებული ფინანსური მაქინაციების შედეგად, მიითვისა და თაღლითურად დაეუფლა ს.ს „ლიბერთი ბანკის“ კუთვნილ 20 720 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182–ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე–3 განყოფილება იძებს.