ამ წუთებში, პრეზიდენტის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა იმართება. სხდომა სულ 450 - მდე განცხადების განხილვას გეგმავს.
კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის ინფორმაციით, განცხადებათა უმრავლესობა მძიმე დანაშაულს ეხება, ამიტომ მათ ძირითად ნაწილზე სავარაუდოდ უარყოფითი დასკვნა დაიდება.
ის მსჯავრდებულები, რომელსაც სასჯელის ნახევარიც არ აქვს მოხდილი, შეწყალებას ვერ მიიღებენ, დადებითი რეკომენდაციის მქონე პატიმრების სია კი პრეზიდენტთან შევა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეწყალებული მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს წლის ბოლომდე დატოვებენ.