ავღანეთში, 19 დეკემბერს გაუჩინარებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ძებნა-გადარჩენის ოპერაციას, საერთაშორისო უსაფრთხოების სარდლობა ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ინფორმირებულია. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს კი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები აქვთ მიღებული.
მომხდართან დაკავშირებით, ავღანეთში ქართველი სამხედროების ჯგუფი, გაერთიანებული შტაბის პირველი მოადგილის, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით გაემგზავრა.