საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკითხვაზე იყო დაბარებული, მოდულის შენობაში უკვე მივიდა.
მისი თქმით, მას უწყება არ მისვლია და დაკითხვაზე სატელეფონო შეტყობინების შედეგად გამოცხადდა.
„მე ვაპირებ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და გავცე მას ნებისმიერ კითხვაზე პასუხი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს უკავშირდება. ზუსტად არ ვიცი რა საკითხთან დაკავშირებით დამიბარეს, მაგრამ სავარაუდოდ შეკითხვები ალბათ პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით იქნება“ - განაცხადა ქობალიამ.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვაზე დიდხანს არ დარჩება.
„მე ხუთი თვის ფეხმძიმე ვარ და იქედან გამომდინარე, რომ რთული ფეხმძიმობა მაქვს, ვიმედოვნებ დაკითხვაზე დიდხანს არ დამაყოვნებენ“ - განაცხადა ეკონომიკის ექსმინისტრმა.

















