ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ვერა ქობალიას მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს.
ყოფილი მინისტრი სააქციო საზოგადოება ბანკ „ქართუსთან" დაკავშირებულ საქმეზეა დაბარებული.
ამავე საქმეზე დღესვე დაიკითხა ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

















