შინაგან საქმეთა სამინიტროს ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხულიგნობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 19 დეკემბერს, ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამოძიებისას სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად წარედგინათ.
გიორგი ბ-ს, გიორგი ვ-ს, რაფაელ ლ-ს, შოთა ჟ-ს, თამაზ მ-ს. და ზაზა ა-ს. სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

















