პარტია „საქართველოს გზა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სსიპ ”გუდაურის განვითარების ფონდის” ფინანსური შემოწმების თხოვნით მიმართავს.
„ ჩვენთვის ცნობილია, რომ ფონდის არსებობის განმავლობაში ქ. თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა დაახლოებით 20 492 000 ლარი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ფონდის მიერ თანხების განკარგვა უმეტესად ხორციელდებოდა კანონშეუსაბამოდ და მისი დარღვევით.
ამავე დროს, ფონდის თანხების არამიზნობრივი განკარგვის ეჭვს ბადებს მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი. ტენდერის მასალებიდან ირკვევა, რომ ფონდი გეგმავს 2013 წლის 7 იანვრიდან 13 აპრილამდე 10 პერსონაზე ხუთი ორადგილიანი სასტუმროს ნომრის დაქირავებას, შესყიდვის სავაუდო ღირებულება შეადგენს 54 150.00 ლარს.
მოგმართავთ თხოვნით, განახორციელოთ ფონდის ფინანსური მდგომარეობის შემოწმება და, ასევე, დაადგინოთ ხარჯვის მიზნობრიობა, რათა დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები და ვარაუდები იმის შესახებ, რომ ფონდის საქმიანობიაში ადგილი აქვს კანონდარღვევის ფაქტებს“ - ნათქვამია მიმართვაში.

















