logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
10:28 21.12.2012
ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა ელიტური კორუფციის სქემა. დაკავებულია საქართველოს ენერგეტიკის , ბუნებრივი რესურსებისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციის, განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, კომპანია“ თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი. შპს “ელენდეფსერვისის“ დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე,სააუდიტორო კომპანია “გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლოუშენის“ დამფუძნებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა დამენია და იზაბელა გუტიძე.
აღნიშნული გამოძიება დაიწყო 2012 წლის 6 ნოემბერს. 11 ნოემბერს კი პრესაში, მოგვიანებით კი ინტერნეტ-გამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია “თელასში“ მიდინარე კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით და გამოქვეყნდა კონკრეტული დოკუმენტი. კერძოდ შპს „ელენდეფსერვისის “ მერ თელასისათვის წარდგენილი ინვოისი საკონსულტაციო მომსახურებისათვის 450 000 აშშ დოლარის გადარიცხვაზე. “ელენდეფსერვისი“ ამ ინვოისის წარდგენისათვის ერთი თვის შექმნილი იყო და არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა მსგავსი საქმიანობისათვის.
გამოძიება მიმდინარე საქმეზე 2012 წლის 8 ნოემბერს დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და მოპოვებული იქნა კონკრეტული მტკიცებულებები.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ კონკრეტული საკითხის შეფასება პოლიტიკოსების მიერ, რომ თითქოს ნიკა გვარამიას დაკავება მედიაზე ზეწოლაა, სრულიად არალოგიკურია და არ შეესაბამება სიმართლეს. საქმე ის გახლავთ, რომ ნიკა გვარამია რუსთავი -2 ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა 2012 წლის 14 ნოემბერს, ხოლო გამოძიება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია 2012 წლის 8 ნოემბერს. ამის დამადასტურებლად ჩვენ წარმოგიდგენთ ამონაწერს არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და ცნობას გამოძიების დაწყების შესახებ. ამრიგად, ამ საქმეზე გამოძიების დაწყების ეტაპზე ნიკა გვარამია არც „რუსთავი 2“ ის დირექტორი იყო და არც პოლიტიკური ფიგურა.
გამოძიება მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გაჩნდა საზოგადოებაში. მათ შორის - ფარულ მოსმენებს. ფარული მიყურადება არის მტკიცებულების მოპოვების ერთ-ერთი ფორმა და მასში არაფერია არაბუნებრივი, თუ ის კანონის დაცვით არის განხორციელებული. ჩენ საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ აღნიშნული საგამოძიებო ქმედება იყო სრულიად ლეგალური, სასამართოს მიერ ნებადართული“ - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა