logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქალაქო სასამართლოს განცხადებით, გვარამიასა და მერაბიშვილის საუბრების მოსმენასთან დაკავშირებით მათ ნებართვა არ გაუციათ
საქალაქო სასამართლოს განცხადებით, გვარამიასა და მერაბიშვილის საუბრების მოსმენასთან დაკავშირებით მათ ნებართვა არ გაუციათ
17:02 20.12.2012
გუშინ განხორციელებული გახმაურებულ დაკავებებთან დაკავშირებით, რასაც სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება მოჰყვა, საქალაქო სასამართლო განმარტებას აკეთებს.
„მასმედიის საშუალებებით - პრესითა და ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა საჯარო გახადა ის საიდუმლო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, საგამოძიებო სამსახურს სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის უფლება მიენიჭა. დასახელდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლენიც, რომელთა მიერ გაცემული ბრძანებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურს თითქოსდა ნება დაერთო ეწარმოებინა შესაძლო დანაშაულის ჩადენაში მხილებულ სხვადასხვა მოქალაქეებთან ერთად, ასევე ნიკა გვარამიას და ივანე მერაბიშვილის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება - ჩაწერა.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ მასმედიის საშუალებებით გავრცელებული კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებებით, მოსამართლეებმა ვ. ფუხაშვილმა და ტ. ტაბატაძემ დააკმაყოფილეს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობები სხვა - კონკრეტული პირების მიმართ სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადება - ჩაწერაზე ნებართვის გაცემის შესახებ, არც პროკურატურის შუამდგომლობებში და არც დასახელებული მოსამართლეების მიერ გაცემულ ბრძანებებში არ ყოფილან მოხსენებულნი ბატონები ნიკა გვარამია და ივანე მერაბიშვილი.
აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული საიდუმლო დოკუმენტაციის - ბრძანებების მოქმედების ვადა დღეის მდგომარეობით არ არის ამოწურული, ანუ ორივე ბრძანება ამჟამადაც ძალაშია და მათი ვადამდელი გასაჯაროება, ისევე, როგორც ბრძანების გამცემ მოსამართლეთა ვინაობის დასახელება არ ემსახურება სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებს, ასევე არღვევს ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია და ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით მკაცრად განსაზღვრულ პირებს, შესაბამისად მათი ვადამდელი გასაჯაროება ხელყოფს ამავე კანონით დაცულ ინტერესებს“ - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა