საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თავისი თანამშრომლის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
გარდაცვლილია 1970 წელს დაბადებული ეკატერინე სამსონიძე, რომელიც მე-3 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის კავშირგაბმულობის საშუალებების აღმრიცხველი იყო.
ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2003 წლიდან მსახურობდა. 2010 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთში საერთაშორისო მისიაში.
ასევე, შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის, ეკატერინე სამსონიძე მე-3 ხარისხის მედლით იყო დაჯილდოებული.
თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ირაკლი ალასანია, გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

















