„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას,
რომლის თანახმად, სპეცსამსახურის წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას მოსამართლის თანაშემწის მიმართ, სასამართლოდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოპოვებისა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე დაყოლიების მიზნით.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა,
ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მოსამართლის თანაშემწის მოხსენებით ბარათში აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
საია აქვე აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს
უზენაესი კანონით - კონსტიტუციითაა გარანტირებული და დაუშვებელია ამდაგვარი მეთოდებით მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე რაიმე სახის ზემოქმედების განხორციელება.

















