სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოინახულა.
ნანუასვილმა მოინახულა ასევე ის ოთხი დაკავებული პირიც, რომლებიც გვარამიასთან ერთად დააკავეს და ამავე იზოლატორში იმყოფებიან.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ სცნობს. ხოლო რაც შეეხება გვარამიას, „ის საერთოდ ვერ ხვდება რატომ არის დაკავებული და დაკავებას მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მის საქმიანობას უკავშირებს“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა
ნანუაშვილის ინფორმაციითვე, დაკავებულების თქმით მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არ გამხორციელებულა.
ნანუაშვილმა განცხადება ასევე ხეთაგურთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა რომ ის ამჟამად მოდულის შენობაში იმყოფება და მის მონახულებასაც გეგმავს.

















