შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუშინ ქუთაისში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუშინ ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. გამოძიებას ქუთაისის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აწარმოებს. სამართალდამცველები დაადგენენ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ.
გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიეწოდება სრული ინფორმაცია“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

















