ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, დღეს კვლევას „გზამკვლევი პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“ წარმოადგენს.
ადამიანის უფლებათა სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრისათვის კრიტერიუმების შემუშავება იყო, რაც აქამდე საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.
გამოცემა „გზამკვლევი - პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის -„სამოქალაქო საზოგადოების მიერ პოლიტიკური პატიმრების საკითხების შესწავლა“ ფარგლებში მომზადდა და ის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა განახორციელა.
ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციითვე, „გზამკვლევი - პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“- მიმოხილვას საქართველოში პოლიტიკური პატიმრების ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტერიუმებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშებს საქართველოში პოლიტპატიმრების პრობლემის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს და უშუალოდ სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს

















