logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნები დააკავა
14:45 19.12.2012
ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, დღეს, ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე 1996 წელს დაბადებული გიორგი შ, 1997 წელს დაბადებული ილია ხ. და 1995 წელს დაბადებული არჩილ ბ. დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, არასრულწლოვნებმა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის შუშის ვიტრინა ჩაამტვრიეს და ფარულად დაეუფლნენ „მპ 3"-ის და „მპ 4" -ის ტიპის 15 „ფლეერს" და 18 ყურსასმენს. მათ მიერ მოპარული ნივთები ჯამში 2500 ლარის ღირებულებისაა.

სამართალდამცველებმა გიორგი შ. და ილია ხ, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, გაქცევის მცდელობისას დააკავეს. დაკავების ადგილზევე მოხდა მოპარული ნივთების ამოღება და ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მათი დათვალიერება.

ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობაში მონაწილე მესამე არასრუწლოვანი არჩილ ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ ილია ხ. წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის არის ნასამართლევი.

დანაშაული სამივე ბრალდებულმა აღიარა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის III ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ქურდობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) დაიწყო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა