„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ დღეიდან თამარ ჩუგოშვილის ნაცვლად, კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს.
საიას წესდების თანახმად, ახალი თავმჯდომარის არჩევა გამგეობის პირველივე სხომაზე ხდება. ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარეობის უფლება ზედიზედ მხოლოდ სამჯერ აქვს.
თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ასოციაციას 2010-2012 წლებში ხელმძღვანელობდა უკვე ორჯერ იყო არჩეული საიას თავმჯდომარედ.
რაც შეეხება ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს, ის მანამ საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა.

















