"უფლებადამცველთა გაერთიანება" გამოდის ინიციატივით, რომ 1 ოქტომბერი საკაშვილის რეჟიმის დროს რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ გამოცხადდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,უფლებადამცველთა გაერთიანების"" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ, იუსტიციის სახლთან პრესკონფერენცია გამართა.
,,სიმბოლურია, ის ფაქტი, რომ სწორედ იუსტიციის სახლთან ვმართავთ პრესკონფერენციას, რადგან სწორედ აღნიშნულ ადგილას დახვრიტა სააკაშვილის რეჟიმმა ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები. იმისათვის, რომ ამ ადგილს ის სისხლიანი ნაკვალევი, რომელიც რეჟიმმა დატოვა წაშლილიყო, სააკაშვილმა იუსტიციის სახლი ააშენა, რათა ხალხს ეს ადგილი არა რეპრესიებთან, არამედ მშენებლობასთან დაეკავშირებინა" - განაცხადა მჟავანაძემ.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი იყო სააკაშვილის რეჟიმზე გამარჯვების დღე, რომელმაც ასეულობით ადამიანი იმსხვერპლა. Aქედან გამომდინარე, "უფლებადამცველთა გაერთიანებას" მართებულად მიაჩნია, რომ ეს თარიღი რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ გამოცხადდეს.

















