logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პენიტენციური სისტემის 2013 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართა
პენიტენციური სისტემის 2013 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართა
15:08 18.12.2012

სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ორგანიზებით,

დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა თემაზე - „პენიტენციური სისტემის 2013 წლის პრიორიტეტები“ გაიმართა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარემ, მაია ხასიამ, სტუმრებს სისტემაში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მისი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სისტემაში ძირითადად ხელმძღვანელი რგოლი შეიცვალა. სულ კი, 1 ოქტომბრის შემდეგ, სამსახურიდან 155 თანამშრომელი გათავისუფლდა.
ამავე პერიოდში, დარღვევების გამოძიების შედეგად, პირადი შემადგენლობის ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლებულია 21 თანამშრომელი და 11-ს კი საყვედური გამოეცხადა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათთვის პრიორიტეტს, შიდა მონიტორინგის სისტემის შექმნა და გაძლიერება წარმოადგენს. ასევე ხორციელდება დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს რეფორმირება, რის გამოც მთელმა პერსონალმა გაიარა გადამზადების კურსები. მიმდინარეობს სოციალური სამსახურის რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილება, ასევე მსჯავრდებულთათვის ფსიქოლოგიური და სამართლებრივი კონსულტაციები. დაწესებულებებს დაემატა ფსიქოლოგის და იურისტის საშტატო ერთეულები.
„2012 წლის ბოლოსთვის იგეგმება #11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების მშენებლობის დასრულება და იქ მსჯავრდებულთა გადაყვანა. დასრულებულია და უახლოეს მომავალში გაიხსნება ახალი საცხოვრებელი კორპუსი ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულებისთვის. დაბა ლაითურში, მიმდინარეობს ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა, რის ბაზაზეც მოხდება ბათუმის #3 და ზუგდიდის #4 დაწესებულების დახურვა. მომზადებულია მემორანდუმის სამუშაო, ერთობლივი ვერსია, სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის, სისტემაში კაპელანის ინსტიტუტის დასანერგად“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა