logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საია 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ითხოვს
საია 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ითხოვს
14:23 18.12.2012
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავე პირთა დასჯას ითხოვს.
საია 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ 400-მდე პირის ინტერესს იცავს.
„დაუშვებელია, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები დაუსჯელი დარჩეს. საქართველოს, როგორც რომის სტატუსის წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება გამოიძიოს კონფლიქტის დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულები. საიას, როგორც ასობით დაზარალებულთა წარმომადგენლობის განმახორციელებელ ორგანიზაციას, აქვს მტკიცებულებები, რომელიც კონკრეტული დანაშაულების ჩადენის ფაქტებს ადასტურებს და რომლებიც ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2009 წელს იქნა მიწოდებული საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის. ამასთან, საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ ათობით დაზარალებულს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე პოზიციით, ომის დროს ჩადენილი დანაშაულები ჭეშმარიტად გამოძიებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა. ხოლო, თუკი ნათელი გახდება, რომ საქართველოს არ შეუძლია ან არ სურს ამ დანაშაულთა გამოძიება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით დაიწყოს ოფიციალური გამოძიება საქართველო-რუსეთის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების დროულად გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და დასჯის და დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების საჭიროებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულები, მათი წარმომადგენლები და ფართო საზოგადოება ინფორმირებული იყოს გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა