ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში მსჯავრდებული ქალების თექის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
მსჯავრდებული ქალები თექაზე მუშაობას #5 დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში სწავლობენ. ტრენინგის დასრულების შემდეგ ისინი შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.
გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულთა ანგარიშზე დაირიცხება.
ექსპოზიცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დაათვალიერა.

















