logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურამ ბუტა რობაქიძის მეგობრებს ბრალდება მოუხსნა
პროკურატურამ ბუტა რობაქიძის მეგობრებს ბრალდება მოუხსნა
17:54 17.12.2012
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, დღეს, კახაბერ აზარიაშვილის, გიორგი ქურდაძისა და აკაკი ბართაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე უარი თქვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„გამოძიებით დადგინდა რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, გააჩერა BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კახაბერ აზარიაშვილი. მასთან ერთად იყვენენ მისი მეგობრები გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ამირან (ბუტა) რობაქიძე. აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც პატრულის დამხმარე ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე. ამ დანაშაულისათის გიორგი ბაშალეიშვილი გასამართლებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის.
შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაუტარდათ ბუტა რობაქიძის მეგობრებს რომელთაგან გამოძიებამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა. ახალგაზრდები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის. გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდება, რომელიც თავის დროზე წაუყენეს ზემოხსენებულ ახალგაზრდებს ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კახაბერ აზარიაშვილს, გიორგი ქურდაძეს და აკაკი ბართაიას ბრალად ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პროკურატურის ინფორმაციითვე, აღნიშნულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, პოლიციის მუშაკების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე, გამოიკვეთა ახალი ფაქტობრივი გარემოებები მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ განსახილველ საქმეზე. საქმის განხილვა დანიშნული იყო 2012 წლის 17 დეკემბერს 15 საათზე. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით ბრალდების მხარემ უარი თქვა კახაბერ აზარიაშვილის, გიორგი ქურდაძისა და აკაკი ბართაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და პოლიციის სხვა თანამშრომლები. მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისგან თავის არიდების მიზნით, ჩაიდინეს დანაშაული. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ, სხვა პირებთან ერთად, საპატრულო პოლიციის ორი მანქანით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით, დაალაგეს შემთხვევის ადგილზე. ბუტა რობაქიძის გვამთან დადეს „კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით, ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში.
ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გამოძიებისათვის მიეცა ცრუ ჩვენება, ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა“ - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა