ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, ხვალ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - კონსტანტინე კუბლაშვილთან ერთად,
სისხლის სამართალში ადვოკატირების ეროვნული იმიტირებული პროცესის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს.
ცერემონიალი უზანაესი სასამართლოს შენობაში გაიმართება.
კონკურსი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მართლმსაჯულების
დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის
მხარდაჭერას, იურიული პროფესიული გაერთიანებების ინსტიტუციური შესაძლებლობების
გაძლიერებას, იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, კომერციული
სამართლის განვითარებას და კომერციული სამართლის მიმართულებით პრაქტიკის
გაუმჯობესებას.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ-ს მთავრობა უზრუნველყოფს.

















