კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორში,“ ევროსაბჭოს ორგანიზებით, თემაზე „პირობით ვადამდე გათავისუფლების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის კანონმდებლობის მიმოხილვა“ შეხვედრა გაიმართა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია „პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა საქართველოში კანონმდებლობის მიმოხილვა, ბოლო ცვლილებების გათვალისწინებით, პრაქტიკა და სტატისტიკა“, ასევე მოხსენებები „მუდმივმოქმედი კომისიის როლი და მნიშვნელობა პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებაში“ და „პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას მოქმედი შეფასების სისტემის (ქულათა სისტემა, კრიტერიუმები) ანალიზი და მისი პრაქტიკაში გამოყენების ეფექტურობა“.
შეხვედრაზე განიხილეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა მოსაზრებები პირობით ვადამდე გათავისუფლების არსებულ სისტემასთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

















