წმიდა ბარბარეს დღესასწაულთან დაკავშირებით, 2012 წლის 17 დეკემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში,
პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა 350-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ ადგილობრივი საბჭოების მიერ და ამასთანავე, რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან.
კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 2012 წლის 17 დეკემბერს 34 მსჯავრდებული დატოვებს, მათ შორის 4 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 2 მძიმე ავადმყოფია.

















