თბილისის საპატრულო პოლიციას 111 საპატრულო მანქანა და 240 პატრულ ინსპექტორი დაემატება, რომლებიც დღეიდან თბილისის ყველა ქუჩისა და უბნის პატრულირებას მოახდენენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციის რიგებს წინა ხელისუფლების დროს გათავისუფლებული პოლიციელები კვლავ შეემატნენ.
„მე ვარ ამაყი, რომ დღეს ვხვდები ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას. საპატრულო პოლიციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. მთავარი განსხვავება ძველსა და ახლანდელ პოლიციას შორის არის ის, რომ თქვენ აღარასოდეს მოგიწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება. პოლიციის დეპოლიზაცია სწორედ ამას გულისხმობს. თითოეული ჩვენთაგანის მიზანია ემსახუროს არა ხელისუფლებას არა კონკრეტულ პარტიას არამედ ხალხს“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

















