თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მეგობრების - გიორგი ქურდაძისა და სხვა პირების არაერთგზის გადადებული სასამართლო პროცესი გაიმართება.
აღნიშნული პირები, ბრალდებულები არიან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ინფორმაციიტ, ბრალდებულები 8 წლის განმავლობაში უშედეგოდ ამტკიცებდნენ, მათ იარაღი ჩაუდეს.
პროკურატურამ 2012 წლის ნოემბრიდან, მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე ხელახალი გამოძიება დაიწყო და გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დადგა (მიქაძე საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი). მიუხედავად ამისა, ქურდაძის მიმართ ბრალდება დღემდე მოხსნილი არ არის და მას შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება.
ბუტა რობაქიძის მეგობრების მიმართ დღემდე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. B13 დეკემბერს გაირკვა, რომ ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის შუამდგომლობას ბრალდებულთა გამართლების მოთხოვნით პროკურორიც დაეთანხმება.

















