შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე,
სასაზღვრო განწესმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე, გურამ დავლაძე და ნათია მახარაძე დააკავა.
აღნიშნული პირები, სასაზღვრო – საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ.
ფაქტთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოში, სისხლის სამართლებრივი დევნა. საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344–ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.

















