პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა სასჯელისაგან გათავისუფლების მიზნით,
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით ერთობლივი კომისია შეიქმნა, რომელიც პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობას ინდივიდუალურად განიხილავს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ავადმყოფ მსჯავრდებულთა გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს.
კომისია ჯანმრთელობის დაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტროების თანამდებობის პირებით იქნება დაკომპლექტებული და მის მუშაობაში სამედიცინო პროფესიული ასოციაციებიდან მოწვეული ექიმ-სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
კომისია რეგულარულად შეიკრიბება და გათავისუფლების მოთხოვნით შემოსულ განცხადებებს განიხილავს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორგანოს დებულება უფლებადამცველებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექიმებთან კონსულტაციების შედეგად შეიქმნა.

















