საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დააკავეს პიროვნება, რომელმაც მიმდინარე წლის 23 ნოემბერს დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, 1967 წელს დაბადებული ანტონ (ავთანდილ) ალექსანდრეს ძე ადუაშვილის განზრახ მკვლელობა ცაიდინა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის დაფარვისათვის, ასევე დაკავებულია კიდევ ორი პიროვნება.
დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
საქმეზე გამოძიებას საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს .

















