დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა დაკარგულ 85 წლის მამაკაცს ეძებენ.
პროცესში შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო და სახანძრო-სამაშველო
სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.
ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ ხორნაბუჯის ტყეში ფიჩხის მოსატანად
წავიდა და მეორე დღეა არ დაბრუნებულა.
არსებული ინფორმაციით დაკარგული ჯანმრთელობის პრობლემებსაც უჩიოდა.
ამ დრომდე მის კვალს ვერ მიაგნეს. მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურში საძიებო სამუშაოების მიმდინარეობას ადასტურებენ.

















