საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,
ქურდობის ბრალდებით, სამი პირისგან შემდგარი ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.
დაკავებულები არიან 1984 წ. დაბადებული პორფილე კ, 1992 წ. დაბადებული ბელა პ, და 1992 წ. დაბადებული შოთა ც, რომლებიც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ინტერნეტის საშუალებით მოქალაქე ვახტანგ ხ-ს საბანკო ანგარიშზე არსებულ 6 390 ლარს დაეუფლნენ.
დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) II და III ნაწილებით აღიძრა.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას გურჯაანის პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

















