logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო სხდომების გაშუქების ინიციატივაში მეტ დაზუსტებას მოითხოვენ
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო სხდომების გაშუქების ინიციატივაში მეტ დაზუსტებას მოითხოვენ
13:31 13.12.2012
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სასამართლო სხდომების მედიით გაშუქების ინიციატივაში და კანონპროექტში მეტი სიზუსტის შეტანას ითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციით, წარმოდგენილმა საკანონმდებლო ინიციატივამ ჯეროვნად უნდა გადმოსცეს მედიის წარმომადგენელთა საქმიანობის ფარგლები სასამართლო სხდომაზე, რათა პროცესის მიმდინარეობისას არ მოხდეს მოსამართლის მუშაობის ხელშეშლა.

„კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირებისთვის პირადი ნივთებისა, მათ შორის მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან აუდიო საშუალებების ჩამორთმევა“, თუმცა დაზუსტებას საჭიროებს, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილ ჟურნალისტს აქვს თუ არა უფლება, მოსამართლის თანხმობის გარეშე, თავისუფლად მოახდინოს სასამართლო სხდომის გადაღება ან სასამართლო შენობაში აწარმოოს გადაღება თუ ტრანსლირება“ - ნათქვამია ახალგაზრდა ადვოკატების განცხადებაში.

გარდა ამისა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ თქმით, ისინი მნიშვნელოვან წინადადებად განიხილავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებას, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის გადაღება, ჩაწერა და ტრანსლირება, ასევე ვალდებულებას უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მოთხოვნისთანავე.

„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული მიდგომა, როგორც ზოგიერთი სამართლის სპეციალისტი აღნიშნავს, არ არის დისკრიმინაციული და სხვა არხებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ამყოფებს. პირიქით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებსაც თანაბარი უფლება გააჩნია მოახდინოს პროცესის გადაღება და ჩაწერა, რა დროსაც სამართლიანია არხს დასაბუთებული ჰქონდეს კონკრეტული სხდომის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მეტიც, გამოვდივართ ინიციატივით და პარლამენტს მივმართავთ, დაჩქარებული წესით მიიღოს ინიცირებული კანონპროექტი „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ,“ რა დროსაც, სასამართლო სხდომების გაშუქების თანაბარი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს აჭარის ავტონომიაში აჭარის საზოგადოებრივ ტელევიზიასაც“ - აცხადებენ ახალგაზრდა ადვოკატები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა