მცხეთა–მთიანეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, პირობით მსჯავრდებული, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თიანეთის სერვის ცენტრში დასაქმდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეიმურაზ ბ-ს სასამართლომ, 3 წლიან პირობით მსჯავრთან ერთად, დამატებით სასჯელად 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაც განუსაზღვრა და მის აღსრულებაზე კონტროლი მცხეთა–მთიანეთის პრობაციის ბიუროს დაავალა. მსჯავრდებულმა თიანეთის რაიონის კეთილმოწყობის სამსახურში განაჩენით განსაზღვრული პერიოდი იშრომა. მისი დახასიათების გათვალისწინებით, პრობაციის ბიუროს ხელმძღვნელობამ რეკომენდაციით მიმართა ადგილობრივ საწარმოებს თეიმურაზ ბ-სთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რაც დადებითად გადაწყდა.
პრობაციონერი სერვისცენტრის ტექნიკურ განყოფილებაში იმუშავებს და სტაბილურ ხელფასს მიიღებს.

















