გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” გარდაბნის შტაბის ხელმძღვანელმა მანუჩარ ჯოხაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მანუჩარ ჯოხაძე საკუთარ სახლში ჩამომხჩვალი თავისმა მეუღლემ იპოვა. გარდაცვლილი სამართალდამცავებმა რუსთავის რაიონულ პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მიცვალებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ გამორიცხავენ, რომ თვითმკვლელობა „იმ ზეწოლის შედეგად იყოს გამოწვეული, რასაც ხელისუფლება ადგილობრივი ნაციონალების მიმართ ახორციელებს“.
საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. გარდაცვლილი, ამ ეტაპზე უკვე საკუთარ სახლშია გადასვენებული.

















