თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლული ბუტა რობაქიძის მეგობრების – გიორგი ქურდაძისა და სხვა პირთა სასამართლო პროცესი გაიმართება.
გიორგი ქურდაძის ადვოკატი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი, არჩილ
ჩოფიკაშვილი განსასჯელთა გამართლებას მოითხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ ქურდაძისა და მისი მეგობრების მიმართ ფალსიფიცირებული ბრალდების მოხსნა, სამართლიანობის აღდგენის და მართლმსაჯულების სამართლებრივ სივრცეში დაბრუნების საფუძველი გახდება.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის საჯარო განმცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, არსებობს მოლოდინი,რომ ადვოკატ – არჩილ ჩოფიკაშვილის შუამდგომლობას ბრალდებულთა გამართლების თაობაზე სახელმწიფო ბრალმდებელიც დაეთანხმება.
ბუტა რობაქიძის მეგობრებს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში.
ბრალდებულები 8 წლის განმავლობაში, უშედეგოდ ამტკიცებდნენ 2004 წლის 24 ნოემბერს მათ იარაღი ჩაუდეს.
მომხდარს თავდაპირველად მიენიჭა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებული მკვლელობის კვალიფიკაცია, რათა მკვლელობის მოტივად დასახელებული აუცილებელი მოგერიება გამხდარიყო აღნიშნული საქმის შეწყვეტის მიზეზი.
მოგვიანებით, საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, მკვლელი პოლიციელი – ბაშალეიშვილი, გასამართლდა გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის.
2012 წლის ნოემბრიდან პროკურატურამ დაიწყო ხელახალი გამოძიება მომხდარ
დანაშაულზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირთა
პასუხისმგებლობის საკითხი დასვა. მიუხედავად ამისა, ქურდაძის მიმართ ბრალდება
დღემდე არ არის მოხსნილი და მას შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიება. მოკლული ბუტა რობაქიძის მეგობრების მიმართ დღემდე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და აღნიშნულ საქმეზე, მათ მიმართ 8 წლის განმავლობაში არცეთი პროცესი არ გამართულა.

















