სასტუმროში ,,თბილისი მერიოტში" დღეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოველწლიური პროფესიული კონფერენცია პროფესიული ეთიკის,
განგრძობადი იურიდიული განათლების და ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" ასოციაციიდან აცნობეს, კონფერენციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და UშAID-ის მიერ დაფინანსებული EჭMI/ჟILEP პროექტის ხელმძღვანელი ჰერბერტ ბოუმანი გახსნიან.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
კონფერენცია UშAID-ის მიერ დაფინანსებული EჭMI/ჟILEP პროექტის მხარდაჭერით ტარდება.

















