საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება, გასაღება, გამოყენების ფაქტებზე,
შპს „მაკნატუნა“–ს დირექტორი კოსტია ირემაძე და დისტრიბუტორები ლაშა ტატუაშვილი და ნიკოლოზ იობიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაქონლო ზედნადების გარეშე
ახდენდნენ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. ასევე, ერთობლივი შემოსავლების დამალვის მიზნით, შესაბამის დოკუმენტებში ამცირებდნენ რეალიზებული საქონლის
რაოდენობას და მიღებულ თანხებს, რითაც თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას.
სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას გამოძიება დაადგენს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე
მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული. დანასაული 4 დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

















