სასტუმროში ,,თბილისი მერიოტში" ხვალ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოველწლიური პროფესიული კონფერენცია პროფესიული ეთიკის,
განგრძობადი იურიდიული განათლების და ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" ასოციაციიდან აცნობეს, კონფერენციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და UAID-ის მიერ დაფინანსებული EMI/ILEP პროექტის ხელმძღვანელი ჰერბერტ ბოუმანი გახსნიან.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
კონფერენცია UAID-ის მიერ დაფინანსებული EMI/ILEP პროექტის მხარდაჭერით ტარდება.

















