,,ქართული პარტიის“ წევრები ლევან ტერაშვილი, კახა ტერაშვილი და დავით შიუკაშვილი, რომლებიც ე.წ. ,,ზილების რევოლუციის“ საქმეზე,
,,მატროსოვის“ ციხეში ერთი წელია სასჯელს იხდიან, მესამე დღეა შიმშილობენ.
მოშიმშილეები პოლიტპატიმართა სიიდან, მათი გვარების გაურკვეველი მიზეზით ამოღებას აპროტესტებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, დაკავებულთა პროტესტს ციხის სხვა მსჯავრდებულებიც უერთდებიან. ,,მატროსოვის“ ციხის 30-მა პატიმარმა, სოლიდარობის ნიშნად ხელმოწერები შეაგროვა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას გადაეგზავნა.
,,ქართული პარტიის“ წევრები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და ბესელიას კომიტეტს სამართლიანობის აღდგენას სთხოვენ.

















