შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს, II სამმართველოს საპატრულო კატარღა P-001-ის ეკიპაჟმა,
ქობულეთის საზღვაო რაიონში, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე თევზსაჭერი გემი "ALBATROS-3" დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გემის კაპიტანს, დავით ფილიას ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86–ე მუხლის II ნაწილით წაუყენეს, რაც 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.

















