მიმდინარე  წლის  10 დეკემბერს  სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში  მცხოვრებმა  ნატალია ბოდოიანმა, 
ბაღდასარ ჩაპანიანმა და დარეჯან სანოსიანმა პოლიციას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მათ შორის ხელნაკეთი პისტოლეტი,  3645 ვაზნა, 5 ხელყუმბარა, 24 მეტრი სიგრძის ასაფეთქებელი პატრუქი, ცეცხლსასროლი შაშხანა და ხელნაკეთი სამხედრო ხიშტ-დანა წარუდგინეს.
აღნიშნული იარაღი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის პოლიციის  სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა.  გამოძიებას  შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის პოლიციის  სამმართველო  აწარმოებს.
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












